ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პუტინს უნდა ვუთხრათ: კეთილი ინებოს და პოლიტიკურად სტანდარტები დააკმაყოფილოს, ან მისი სურვილები დავაკმაყოფილოთ – ამას არ გავაკეთებთ”

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს, თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრისას  გერმანია-რუსეთის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავაშირებით ისაუბრა.

სტუდენტების კითხვაზე, მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიღო თუ არა გარანტიები, რომ პუტინი ამ მილსადენს პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს, განაცხადა, რომ საერთო ევროპული ინმტერესის მიხედვით იმოქმედებენ.

“პუტინს აქვს ინტერესი გაყიდოს გაზი ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუთხრათ – კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპულ ინტერესში” – აღნშნა მერკელმა.

ანგელა მერკელის თქმით, ათწლეულებია აქვს ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, მათ შორის CO2–ის შემცირების მხრივ. აღნიშნულის შედეგად, ნაკლებ ნახშირს გამოიყენებენ და CO2–ის შესამცირებლად იდეალური დონე ასე სწრაფად ვერ მიიღწევა, ამიტომ, გაზი აუცილებელია.

იტვირთბა....