ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილი საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტსეხმაურება.
მისი განცხადებით, მერკელთან შეხვედრაზე ოპოზიცია ყველა იმ საკითხს დააყენებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.
სამადაშვილის თქმით, საუბარი იქნება საარჩევნო გარემოსა და ამ მხრივ დემოკრატიულ გარემოზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.
„დღეს გერმანიის პოზიცია არის გადამწყვეტი, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს სანქციების რუსეთთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დღემდე არის შეუსრულებელი, თუმცა, ვხედავთ, რომ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში ეს საკითხი აღარ დგება.
ვაპირებთ, გერმანიის კანცლერს გავაცნოთ ის გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენს წინაშე უსაფრთხოების წინააღმდე, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის პოზიციას იმისთვის, რომ რუსეთმა იცოდეს, მათ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს შეუსრულებელი ვალდებულებებისა და იმ დარღვევების გამო, რომელსაც ისინი ახორციელებენ,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მის თქმით, გერმანიისთვის საქართველო სტრატეგიულად ძალიან გაიზარდა. გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ალტერნატიული გზები მოძებნოს.
„ჩვენი რეგიონის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ საქართველო, რაც შეიძლება, სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში,” – ამბობს სამადაშვილი.