ანალიტიკოსები იმ საკითხებზე საუბრობენ, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს.
“ქართულმა მხარემ აქცენტები უნდა დასვას იმ საკითხებზე როგორიცაა ოკუპაციის თემა, როგორიცაა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. საქართველომ ხაზი უნდა გაუსვას ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე.
“უფრო მეტი სიცხადე, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი და მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაცა რის ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის აგრესიული რევანშიზმი“ – აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.
შეგახსენებთ, ანგელა მერკელი საქართველოში დღეს ჩამოდის.