მომღერალმა, ვალერი მელაძემ, რომელიც ამჟამად ბათუმში იმყოფება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას GHN ავრცელებს.
ვალერი მელაძე 1965 წლის 23 ივნისს საქართველოში, ბათუმში დაიბადა, აქვე დაამთავრა სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. მოგვიანებით კი საცხოვრებლად რუსეთში გაემგზავრა.
დღეისთვის მელაძე რუსული ესტრადის ყველაზე გავლენიან წარმომადგენლებს შორის არის.
„ფორბსის“ 2017 წლის მონაცემებით, ის 20 ყველაზე მდიდარ რუს მომღერალს შორის იყო. მუსიკალურ სფეროში საქმიანობის გარდა, მომღერალი კომერციული საქმიანობითაც არის დაკავებული და მოსკოვში რამდენიმე პოპულარული კლუბის, მათ შორის მოსკოვის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური კაფეს – “Rhythm & Blues Cafe” მფლობელია, რომელსაც ანდრეი მაკარევიჩთან ერთად ფლობს. წლების წინ კი “ინვესტორგბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო