ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაქრაძე: “ჩვენთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი კონკურენტი სახელისუფლებო რესურსი იქნება”

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათთვის მთავარი კონკურენტი სახელისუფლებო რესურსი იქნება.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია განწყობილი ცვლილებების სასარგებლოდ.

„ჩვენი მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე იქნება სახელისუფლებო რესურსი. რომელი სახელი და გვარი იდგება ამ სახელისუფლებო რესურსის წინ, იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კონკურენტად განვიხილავთ არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ სახელისუფლებო რესურსს. ამიტომ, ოპოზიციის ამოცანა იქნება რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიყვანოს არჩევნებზე, რადგან ვისაც უნდა უკეთესი ხვალინდელი დღე, უნდა გააკეთოს არჩევანი. კონკრეტულ სახელსა და გვარს თუ ვინ იდგება სახელისუფლებო რესურსის წინ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებზე – უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა.

იტვირთბა....