ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: “ჩვენ არ გვეჩქარება ჩვენი პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში იყვნენ დეპუტატები, რომელთაც სურდათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გუნდს საკუთარი კანდიდატურა ყოლოდა.

იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა წარიმართებოდა. იყვნენ ადამიანები უმრავლესობაში, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო დაყენებული კანდიდატი. თუმცა, მთლიანობაში, საბოლოოდ, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ წარდგება თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, “ოცნებას”  არსად ეჩქარება და დაელოდებიან დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისრტირებას და შემდეგ გადაწყვეტენ თუ ვის დაუჭერენ მხარს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

იტვირთბა....