ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ელისაშვილი: “სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ომზე არის საქართველოს სახელმწიფოს ღალატი !”

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

“სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ომზე არის საქართველოს სახელმწიფოს ღალატი ! არც მეტი, არც ნაკლები ! უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ზურაბიშვილი არის რუსული კაგებე/ფეესბე/გრუს და ივანიშვილის ერთობლივი პროექტი ! ამას უკვე ჩემთვის წყალი არ გაუვა ! ჩემ სათაყვანო ნიკო ნიკოლაძეს რომ საქართველოს მოღალატე შთამომავალი ჰყავს, ეს მიკლავს მხოლოდ გულს, თორემ პუტინს, ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს ჯანდაბამდე გზა ერთად ჰქონიათ. ასე ვფიქრობ ზუსტად და საერთოდ არ ვაპირებ სიტყვების შერჩევას. მოღალატე არის მოღალატე და მორჩა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსეენბთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის განაცხადა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

იტვირთბა....