aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: “ჩემთვის მიუღებელია კომენტარი, რომ საქართველომ დაიწყო ომი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩემთვის ნებისმიერი შემთხვევაში ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის ჩემთვის აუცილებლად მიუღებელი”- ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის ემიჯნება პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო.

მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას ჯერ რომელიმე კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.

„ჩემთვის ნებისმიერი შემთხვევაში ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის ჩემთვის აუცილებლად მიუღებელი. მითუმეტეს  რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით, როდესაც კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო გარკვეულ ნაწილში მაგრამ  ომი ფართომასშტაბიანი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....