aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანოვი: “რუსეთს ცხინვალთან მიმართებაში გეგმა უკვე 2007 წელს ქონდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სერგეი ივანოვის განცხადებით, იმ შემთხვევისთვის თუ ცხინვალში სიტუაცია გამწვავდებოდა, რუსეთს უკვე ქონდა გეგმა, რომელიც კრემლმა ჯერ კიდევ 2007 წელს შეიმუშავა.

ჩვენ მშვენივრად გვესმოდა, რომ თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები როკის გვირაბს დაიკავებდნენ, მაშინ მოვლენების განვითარების განჭვრეტა რთული იქნებოდა. ამ აზრს არ განვავრცობ. თქვენ თავადაც ხვდებით“, – აცხადებს „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ივანოვმა იქვე აღნიშნა, რომ მათ გარკვეული შეცდომები დაუშვა დაზვერვამ, რის გამოც ქონდათ დანაკარგები როგორც რეგულარ არმიაში, ასევე ავიაციაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

იტვირთბა....