aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბიბილოვი: სააკაშვილი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე აგებს პასუხს ოსების გენოციდისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ოსი ხალხის გენოციდისთვის” სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

მისივე თქმით, რომ არა რუსეთის არმიის მხარდაჭერა, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დღევანდელი ფორმით, არ იარსებებდა.

“სააკაშვილმა თქვა, რომ უყვარს ოსები, პატივს სცემს ოსების კულტურას და ტრადიციებს, მაგრამ, რამდენიმე საათის შემდეგ მან გასცა ბრძანება ცხინვალის დაბომბვის. დარწმუნებული ვარ, ის აგებს პასუხს სამხედრო ტრიბუნალის წინაშე ოსი ხალხის გენოციდისთვის”, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

იტვირთბა....