aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გორში სამოქალაქო აქტივისტებმა სტალინის გამზირზე შინდისის გმირების ქუჩა უწოდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინდისის გმირების ქუჩა – ასეთი აბრები ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე ადგილას, 8 აგვისტოს, გამთენიისას გამოჩნდა. აქტივისტების ჯგუფი ამბობს, რომ დღევანდელ დღეს ამის გაკეთებას სიმბოლური და ამავდროულად, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

“ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის დიდი ბოროტება, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია და რომელმაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა წაართვა, სტალინმა შექმნა. მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი კი დღემდე ცდილობს ჩვენს დამონებას. ამის გამოვლინება იყო 2008 წლის ომი, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამშობლოსთვის თავი გაწირა შინდისში 17 ჯარისკაცმა. ჩვენ გვგონია, რომ სწორედ მათი ხსოვნა იმსახურებს უკვდავყოფას და დროა, ადამინებმა არჩევანი გავაკეთოთ, ვისთან ასოცირება გვინდა – ჩვენი დამოუკიდებლობის მტერთან თუ ჩვენი დამოუკიდებლობის დამცველებთან,” – აცხადებენ აქტივისტები.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ 8 აგვისტოს, აქტივისტების ჯგუფმა გორის ცენტრალური ქუჩაზე წარწერები “ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა” გააკეთა.

 

იტვირთბა....