ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს ერგნეთში მომხრეებთან ერთად საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტა.
დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც გმობს და არას ეუბნება ოკუპაციას, არის მონაწილე საქართველოს გათავისუფლების გზაზე.
„ჩემს უკან ერთ კილომეტრში ჩანს ქალაქი ცხინვალი და ეს არის ერთი კილომეტრი, რომელმაც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ერთად უნდა გავიაროთ და ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა… ამას სჭირდება მშვიდობიანი, მტკიცე, გააზრებული ბრძოლა და სჭირდება, რომ ქართველები არ შევეგუოთ ოკუპაციას, არ ჩამოვუშვათ ხელები და არ ვთქვათ უარი ჩვენს სამშობლოზე,“- აცხადებს დავით ბაქრაძე.