aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგეენკო: სანამ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვას და პროგრამას არ ვნახავთ, მხარს ვერ დავუჭერთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ამ ეტაპზე ჩვენ მხარდაჭერას არ ვაცხადებთ არც ერთი კანდიდატის მიმართ, სანამ არ ვნახავთ მათ რეალურ პროგრამას და ხედვას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, იმ ფაქტს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის პარტიული კანდიდატი არ წარადგინა, თავისი ახსნა და ლოგიკა აქვს.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს პარტია მხარს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მას შემდეგ გამოჩნდება, როდესაც მათი ხედვები და პროგრამა ცნობილი გახდება.

“ძირითადი მსჯელობა იყო და საბოლოოდ შევთანხმდით ყველანი იმაზე, რომ პარტიული კანდიდატი არ იქნება წარმოდგენილი. ეს ერთი და მეორე – შეთანხმება იყო, რომ ჩვენ მხარდაჭერას არ ვაცხადებთ ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატის მიმართ, სანამ არ ვნახავთ მათ რეალურ პროგრამას და ხედვას”, – განმარტა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის მოხარული იქნება თუ ვინმე მხარს დაუჭერს, თუმცა მისი თქმით, მას ამ საკითხზე “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაცია არ ჰქონია.

იტვირთბა....