ადრე თუ გვიან, მოსახდენი მაინც მოხდებოდეა. ეს ანკლავები, საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი, იქნებოდა რუსეთის მხრიდან მიერთებული, – ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს სამხედრო მოქმედებებმა ეს პროცესი დააჩქარა.
“ომი თავისთავად დიდი ტრაგედია იყო და ჩვენი ტკივილია. თუმცა, ჩვენ ამაზე უფრო დრამატული რამ გვქონდა, იგივე მიმართულებით, აფხაზეთში. ბევრად უფრო დრამატული იყო და ბევრად უფრო დიდი მსხვერპლით. მე არ ვფიქრობ, რომ 2008 წელმა პოლიტიკურად რაღაც რადიკალურად შეცვალა. უბრალოდ, რუსეთს, გარკვეულწილად, საშუალება მისცა, რომ ცოტათი მაინც პირი მოებანა, მაგრამ ხარისხიანად არ გამოუვიდა.
მე ვფიქრობ, ის, რაც დღეს ხდება, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. ჩვენ რამდენი ანალიზიც არ უნდა ვაკეთოთ, ეს არის ისტორიული კანონზომიერება. ადრე თუ გვიან, მოსახდენი მაინც მოხდებოდეა. ეს ანკლავები, საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი, იქნებოდა რუსეთის მხრიდან მიერთებული. ეს გარდაუვალი იყო. 2008 წელმა უბრალოდ ეს პროცესი დააჩქარა და რუსეთს სალაპარაკო მისცა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.