სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრეზიდენტონბის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს.
როგორც უგულავამ აღნიშნა, “მადამ პრეზიდენტი“ მთელ მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს“, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
უგულავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი“.
„2008 ელის ომი საქართველომ დაიწყო – ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, „ოცნების“ ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო. “მადამ პრეზიდენტი” ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ივანიშვილის ავლა-დიდების სამშობლო საფრანგეთია. როგორც პრეზიდენტი, ის მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა “დაარწმუნოს” – ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია და ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია. “ოცნების” ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდომას უშვებს – ნუ იზამთ იგივეს. ყოველგვარი პათეთიკის გარეშე, შთამომავლობა არ გვაპატიებს”, – წერს გიგი უგულავა.
შეგახსნებთ, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე გუშინ საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.