ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “მალხაზ მაჩალიკაშვილი ძალიან დიდ საფრთხეშია”

ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით უახლოეს დღეებში დააკავონ. სწორედ ამიტომ სარალიძე და ელისო კილაძე პანკისში მიემგზავრებიან, რათა მხარი დაუჭირონ მალხაზ მაჩალიკაშვილს.

როგორც ცნობილია, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება.

„მალხაზ მაჩალიკაშვილი ძალიან დიდ საფრთხეშია და არა მარტო მალხაზ მაჩალიკაშვილი. შესაძლოა მეც საფრთხეში ვარ. მე დღესდღეობით საქართველოში დაცულად ვეღარ ვგრძნობ თავს. მალხაზ მაჩალიკაშვილზე შესაძლებელია უკვე განხორციელდეს სამართლებრივი დევნა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ პანკისშიც სწორედ ამ მიზნით მიდის, რომ მძიმე ბრძოლაში მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით დადგეს.

მის წინააღმდეგ პროვოკაციებს ელოდება მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ის ამბობს, რომ სუს-ი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ის პროვოკაციაზე წამოაგოს. მისივე თქმით, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ჰყავს ტერორისტები, რაც რუსეთის ინტერესებშია.

„რუსეთს  ყოველთვის ეს პანკისი ყელში ჰქონდა გაჩხერილი. შევარდნაძე იყო, გაიძახოდა შევარდნაძე არ გვყავსო ტერორისტები. სააკაშვილი იყო გაიძახოდა არ გვყავსო  ტერორისტები. დღეს ეს ხელისუფლება „ნააბაროტს” აკეთებს. გაიძახის ტერორისტები გვყავსო. ე.ი. ყოველი გზით ცდილობენ, რომ რუსეთი შემოიყვანოს,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....