aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვახუშტი მენაბდე: “იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ღირსერულ კანდიდატს მივიღებთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვფიქრობ, რომ დღეს დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი. ამ შეხვედრებს ჩემი ინფორმაციით მოყვება სხვა შეხვედრები, –  ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვფიქრობ, რომ დღეს დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი. ამ შეხვედრებს ჩემი ინფორმაციით მოყვება სხვა შეხვედრები და იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ. შეხვედრის ამ ფორმატს მიზნად არ ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე შეჯერების ფუნქცია. ჩვენ ცალ-ცალკე თითოეულმა მონაწილემ მივაწოდეთ დამოკიდებულებები, ჩვენი ხედვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მთავარი რაც გამოიყო, ეს არის კვალიფიკაცია და მაღალი საზოგადოებრივი ნდობა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად  კონსულტაციები გაიმართა.

იტვირთბა....