“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მარიხუანასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებას მეორე პოსტითაც ეხმაურება.
“ამასაც დავწერ ბარემ რომ სურათი ბოლომდე გასაგები იყოს:
ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში არის არაადამიანური.
ბევრი წელია, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული.
ამ არაადამიანური ნარკოპოლიტიკის შედეგად უამრავი ადამიანის ცხოვრება დაინგრა.
უამრავი გარდაიცვალა.
ამ ნარკოპოლიტიკის შდეგად პრობლემური ნარკომომხმარებლების რიცხვი ბოლო წელებში დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.
და არასოდეს საპატრიარქო გულწრფელად არ დაინტერესებულა ამ თემით.
არც ახლა აღელვებთ.
გირჩი ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის იბრძვის დიდი ხანია.
საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამდე ბევრი სხვადასხვა სირთულის ეტაპი გავიარეთ.
მაგრამ, რატომღაც საპატრიარქოს გირჩი და ნარკოპოლიტიკა ახსენდება ზუსტად მაშინ, როდესაც ‘ე.წ. ციანიდის საქმე’ ხდება საზოგადოების აქტიური განსჯის საგანი.
დღევანდელი პატრიარქის ქადაგებაც ამ საქმის გადაფარვის მცდელობაა.
ხვალ, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პატრიარქის ძმისშვილის მიერ დაგეგმილი აქციაც, იგივე ოპერიდანაა.
არც ნარკომომხმარებლები ადარდებთ, არც მარიხუანა და არც ადამიანები.
უბრალოდ, ბიზნესი”, – წერს ჯაფარიძე.

