ხორავას ქუჩაზე შექმნილმა დროებითმა საგამოოძიებო კომისიის წევრების კითხვებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე პასუხობს.
საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ მინისტრს მიმართა კითხვით, იცის თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიან დაპირისპირებამდე მირზა სუბელიანის შვილმა სოციალური ქსელით შეატყობინა დეიდაშვილს კონფლიქტის შესახებ, რის შემდეგაც ახალგაზრდები ხორავას ქუჩაზე მივიდნენ, მათ შორის, ის პირებიც, ვინც დღეს მსჯავრდებულები არიან.
რაზეც მინისტრმა გახარიამ აღნიშნა, რომ იცის მირზა სუბელიანის შვილის შესახებ, თუმცა, რა ფორმით სთხოვა მან დეიდაშვილს დახმარება, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.
„ინფორმაცია მაქვს იმ დოზით და იმ დონით, რამდენიც იყო და არის საჭირო იმისთვის, რომ მივიღო ის გადაწყვეტილებები, რომელიც არის ჩემი კომპეტენცია. ვიცი, რომ მირზა სუბელიანის ვაჟი იყო ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ისიც ვიცი, რომ მისი ინიციატივით მოხდა ან მისი თხოვნით მოხდა იქ ახალგაზრდების შეკრება, რა ფორმით იყო გაგზავნილი ეს ინფორმაცია, ამის დეტალები არ ვიცი,“ – განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი აბესაძის კითხვები მინისტრის მიმართ კონკრეტულ დეტალებს შეეხებოდა, მათ შორის იმას, რომ არასრულწლოვნებმა მიმოწერის წაშლა მოასწრეს, რადგან სამართალდამცავებმა მათი ტელეფონები არ ამოიღეს და ასევე, არ განახორციელეს მოსმენა.
ამაზე საპასუხოდ გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ტელეფონები გამოძიების გარკვეული სტრატეგიის გამო არ ამოიღეს.
„ამ ფაქტის შესახებ ვიცი და ისიც ვიცი, რომ გამოძიებამ ეს გამიზნულად გააკეთა, ეს იყო გამოძიების გარკვეული სტრატეგია,“ – განაცხადა გახარიამ.
მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ ტელეფონებთან დაკავშირებულ კითხვებს გამოძიებამ პასუხი გასცა.
საგამოძიებო კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე ასევე დაინტერესდა იცის თუ არა მინისტრმა, რომ მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ განხორციელებულა არანაირი ფარული საგამოძიებო მოქმედება, რაზეც მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციასაც ფლობს.
აბესაძის თქმით, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტიც არ ჩატარებულა სუბელიანის შვილის მონაწილეობით, მაშინ, როცა სხვა არასრულწლოვნების მიმართ განხორციელდა.
„დიახ, დღეს უკვე ვიცი,“ – აღნიშნა გახარიამ ირაკლი აბესაძის პასუხად.
ირაკლი აბესაძის კითხვაზე, იცის თუ არა მინისტრმა, რომ 2 დეკემბრის შემდეგ 14 დეკემბრამდე გამოძიებას არავინ არ დაუკითხავს, ამაზე პასუხად მინისტრმა აღნიშნა, რომ დეტალურად, ახლა არ ახსოვს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისიხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო მკომისია გიორგი გახარიასა და ყოფილ პროკურორს ირაკლი შოთაძეს უსმენს.
ამასთან 15:00 საათძე კომისიის წინაშე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარსდგება.