ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმე უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც უფლებადამცველი იუწყება, უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმე არ მიიღო.

“sos! ქართული მართლმსაჯულება გარდაიცვალა! პანაშვიდები გაიმართება: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 32, უზენაესი სასამართლოს შენობა! უზენაესმა სასამართლომ 5 თვიანი ფიქრის შემდგომ გადაწყვიტა წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე, დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმე! მოკლედ იმ ხარისხის დამოუკიდებლობა და გამბედაობაც არ აღმოაჩნდა უზენაეს სასამართლოს, უბრალოდ წარმოებაში–განხილვაში მიეღო საქმე და ჩვენთვის მოესმინა… ამ გადაწყვეტილებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს კი არა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი ამ ე.წ “მართლმსაჯულებამ”!

რადგან დეკანოზი მამალაძე და მისი გუნდი გპირდებით ქართული მართლმსაჯულება და მათი დამკვეთი პოლიტიკური და სასულიერო პირები მიღებენ ძალიან მწარე სილას სახეში სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტლებით! ისეთ მკაცრს, როგორიც ქართულ მართლმსაჯულებას არასოდეს მიუღია! ასევე გპირდებით სტრასბურგის სასამართლოს შემდგომ ჩავხედავთ თვალებში ყველა იმ პირს, ვინც კონფორმიზმის გამო ჩუმად ყოფნა ამჯობინა ამ 2 წლის განმავლობაში! გპირდებით ბევრი შეეწირება როგორც ერი ასევე ბერი! თავიანთი რეგალიებითურთ!!! ასევე მადლობა ყველა იმ უცხო ადამიანს, ვინც ქუჩაში გვაჩერებდა და გვამხნევებდა! ასევე ყველა იმას, ვინც არ შეუშინდა სისტემას! მადლობა ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის გუნდს! განსაკუთრებული მადლობა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს” – ნათქვამია გიორგი ფანცულაიას განცხადებაში.

იტვირთბა....