ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალანდია: “ვიცი, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი”

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განიცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე რა მოხდა იცის, უბრალოდ ვისგან ამას არ დაასახელებს.

კალანდიამ აღნიშნა, რომ მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განმარტა ისიც, რომ 1-ელ დეკემბერს პირადად ხორავას ქუჩაზე არ ყოფილა და ძმას პეტრიაშვილის ქუჩაზე მიაკითხა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა კალანდიას ბრალი დანაშაულის დაფარვაზე აქვს წაყენებული. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

იტვირთბა....