ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოცირიძე: “NDI-ის კვლევა ოცნებისთვის კატასტროფულია”

NDI-ის კვლევის მიხედვით, საზოგადოების უმრავლესობა მოითხოვს, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი ყავდეს. ჩვენი ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სულისკვეთებას ეხმაურება, – ამის შესახებ “მეტრონომს” NDI-ის კვლევის თემის კომენტირებისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

“ეს კვლევა “ქართული ოცნებისთვის” კატასტროფულია. სწორედ ახლა გამოჩნდა, რატომ არ ასახელებენ “ქართული ოცნებიდან” საპრეზიდენტო კანდიდატურას. კვლევის თანახმად, “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს უჭერს 12%, ხოლო “ნაციონალების” კანდიდატი მას მხოლოდ 2%-ით ჩამორჩება. ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც არ იყო წარმოდგენილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. გაერთიანებული ოპოზიციის, 10 პარტიის მიერ დასახელებულ გრიგოლ ვაშაძის რეიტინგი აისახება შემდეგ კვლევაში და გაერთიანების პროცესს უფრო დიდ სინერგიის შეძენს გაერთიანების პროცესს. NDI-ის კვლევის მიხედვით, საზოგადოების უმრავლესობა მოითხოვს, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი ყავდეს. ჩვენი ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სულისკვეთებას ეხმაურება. ასეთი ცუდი შედეგი “ქართულ ოცნებას” არ ქონია. საერთო ოპოზიციური კანდიდატების ჯამი მნიშვნელოვნად აღემატება “ქართული ოცნების” კანდიდატს”, – განაცხადა გოცირიძემ.

NDI  კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას.

ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% – გიორგი მარგველაშვილს, 6% – დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

იტვირთბა....