ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცი, ჯიქიას ქუჩის 10 ნომერში, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
მეზობლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღით ან თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.