ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში ამწე ჩამოვარდა: 2 ადამიანი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისში, ნინოშვილის ბაღთან, კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დროს ამწე, რომელზეც მუშები ისხდნენ გატყდა, ჩამოვარდა და იქვე მდგომ მანქანას დაეცა, რომელშიც ასევე მგზავრები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

GHN

იტვირთბა....