ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თოქ-შოუში, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” და გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ალტერნატივა არ ჰყავს და ის გახდება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი.
სააკაშვილი სალომე ზურაბოშვილის შესაძლო კანდიდატურის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი თავის დროზე, როცა ელჩი იყო საკმაოდ კარგი ბიოგრაფია ჰქონდა, თუმცა მან ღიად დაუჭირა საქართველოს მორალატეს მხარი. “ამას ჰქვია სამშობლოს ღალატი” – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც დიდი ალბათობით მმართველი პარტია დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.