ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ვაშაძე “ევროპულ საქართველოზე”: “ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ვისი გაკეთებული იყო ის დანაშაულები”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხალხს წინა ხელისუფლების დროს, “ევროპული საქართველოს” დანაშაულებები არ დავიწყებია.

ვაშაძის განცხადებას, რომელიც კანდიდატმა კახეთში, სოფელ ხოდაშენში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა, “ტაბულა” ავრცელებს.

“შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მე მონაწილეობის მიღება ქუთაისში. აი, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს… მაგრამ ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები. ეგენი და ქართული ოცნება, მაგათმა ფული დაახარჯეს… მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური და მაინც მოვიგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლებელი იყო”, -.

იტვირთბა....