ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძე: მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის განბაჟების გადასახადი გაიზრდება

კოჯორში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის განბაჟების გადასახადი გაიზრდება იმ მოტივით, რომ საქართველოში მეტი ჰიბრიდულ მანქანა და ელექტოავტომობილები შემოვიდეს.

ბახტაძე ფიქრობს, რომ საქართველო უახლოეს წლებში შეძლებს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ავტომობილების სტრუქტურა და მიიღოს უფრო მეტი რაოდენობის ისეთი მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს.

“მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება საქართველოში ევრო ერთი, ევრო ორი და ევრო სამის ტიპის მანქანების იმპორტი, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ეკოლოგიისთვის. ამ პოლიტიკის შემოღებით მნიშვნელოვნად შევცვლით ამ ძლიან ცუდ ტრენდს. ამ ცვლილებების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდება პერიოდიული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მსუბუქი ავტომობილების 90%-ს რომლის იმპორტი ხორციელდება საქართველოში, არ აქვთ გამართული ე.წ კატალიზატირის სისტემა, რომელიც ძლიან საშიშია. ბახტაძე ამბობს, რომ ეს უკავშირდება მანქანის როგორც ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს გარემოზე ზემოქმედებას.

“ეს გახდება ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მანქანამ მიიღოს ტექნიკური შემოწმების შესაბამისი დოკუმენტი. სხვანაირად, იმპორტირებული ავტომობილები ამ შემოწმებას ვერ გაივლიან“, – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....