მარადიორობის ფაქტზე საბერძნეთსი პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. ათენთან დაკავებულები 22-დან 26-წლამდე ასაკის ადამიანები არიან.
ისინი იმ სახლებს ძარცვავდნენ, რომლებიდანაც ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ტყის ხანძრის შედეგად საბერძნეთში 80-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 187 ადამიანი, მათგან 23 ბავშვია.
ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. სამაშველო ოპერაციებში მეხანძრეებთან ერთად ჩაერთნენ სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები.