აზერბაიჯანში DJ აბდულ ნალიევი დააკავეს. ამის მიზეზი კი სომხური მუსიკის ჩართვაა. შემთხვევა 21 ივლისს მოხდა. ინფორმაციას yenicag ავრცელებს.
დასასვენებელ ცენტრ “მალიბუში” დამსვენებლებმა სომხური მუსიკა გაიგეს და სამართალდამცავებს აცნობეს, რის შემდეგაც DJ დააპატიმრეს.
ნალიევის განცხადებით, სიმღერა “მალიბუს” დირექტორს ქონდა კომპიუტერში და იქიდან ამოიღო.

