ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი: “გუნდის დაშლის საფრთხე იყო და გარედან კონტროლი აღარ იყო საკმარისი”

გუნდის დაშლის დიდი ხიფათი იყო. ვნახე რომ აგრედან ჩემი კონტროლი არ იყო საკმარისი, რომ გუნდის ვერტიკალი შენარჩუნებულიყო. პრობლემები უფრო ღრმა იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. შეხვედრაზე რაც მოხდა ამის დაწვრილებით ახსნა რთული იქნება, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მაკა ცინცაძესთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“გუნდის დაშლის დიდი ხიფათი იყო. ვნახე რომ გარედან ჩემი კონტროლი არ იყო საკმარისი, რომ გუნდის ვერტიკალი შენარჩუნებულიყო. პრობლემები უფრო ღრმა იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. მმართველი გუნდის შეხვედრაზე რაც მოხდა, ამის დაწვრილებით ახსნა რთული იქნება. კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა და ის მართვის ისნტიტუტები რასაც იყენებდა, არაეფექტური იყო, გუნდურ მმართველობას ვერ ახერხებდა. პარლამენტი გადაწყევტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა. მთვრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა. ძირითდად ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ათანხმებდა გადაწყვეტილებას.

ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა და დაეტყო რომ დაშლას იწყებდა. გარდა ამისა, შეხვედრის დროსაც მძიმე კითხვები დაესვა კვირიკაშვილს. იყო შემთხვევები როდესაც კვირიკაშვილი ზღვარს არ იცავდა ბიზნესისა და სახელმწიფო ინტერესებს შორი. პრემიერსა და მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს რა ვალდებულებაც აქვს. კვირიკაშვილი რამდენჯერმე შეეცადა საპირისპირო აზრი ეთქვა შეხვედრაზ. დასასრულს დაინახა, რომ მას მდობა აღარ ქონდა მმართველ გუნდში. მას აღარ დარჩა არჩევანი და წავიდა კიდეც”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....