ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოკლული ანა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესზე დაპირისპირება მოხდა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დარბაზში დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება ბრალდებულის ოჯახის წევრებსა და მოკლული გოგონას მშობლებს შორის დაიწყო. დაზარალებულის გაღიზიანება ბრალდებულის ბებიის რეპლიკას მოყვა: „თქვენი გოგოსთვის აქამდე მიგეხედათ“.

საბოლოოდ სიტუაცია მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

იტვირთბა....