თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნაისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე ღირსეულ კანდიდატს განიხილავს, რომელთაც პირველ ტურშივე გამარჯვების შანსი აქვთ.
„საინტერესო, ღირსეული კანდიდატები განიხილება, რომელთაც პირველ ტურში აქვთ გამარჯვების მოპოვების, საზოგადოების მხარდაჭერის შესაძლებლობა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში იქნება პოლიტსაბჭო, კიდევ განვიხილავთ და იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.