იგოეთთან ტრაილერს სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი ქალი დაღუპა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული იინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ტრაილერს უკნიდან დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

