ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრამპი პუტინს ვაშინგტონში იწვევს

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს, ჯონ ბოლტონს დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტით მოწვევა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი სარა სანდერსი საკუთარ “ტვიტერზე” აქვეყნებს.

„აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ ბოლტონს სთხოვა, პრეზიდენტი პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მოიწვიოს. ვიზიტის განხილვა დაიწყო“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

განცახადებაში თეთრ სახლში ვიზიტის ზუსტ თარიღზე ან სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მეორე შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან.

„რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დიდი წარმატება იყო, გარდა ხალხის რეალური მტრისთვის, „ფეიკ ნიუს“ მედიისათვის. მოუთმენლად ველი ჩვენს მეორე შეხვედრას, რათა შევძლოთ იმ საკითხების განხორციელება, რომლებიც განვიხილეთ, მათ შორის ტერორიზმის შეჩერება, ისრაელის უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გავრცელება, კიბერშეტევები, ვაჭრობა, უკრაინა, მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კორეა და სხვა საკითხები. ბევრი პასუხია ამ პრობლემებზე, ზოგიერთი მათგანი იოლია, ზოგიერთი კი რთული, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....