დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისასა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მომავალი წლის ანგარიშში ერთი ახალი სიახლე დინამიკისა და ტენდენციის თვალსაზრისით იქნება ის, თუ როგორ ძალადობს ტელევიზიის ხელმძღვანელი ქალბატონზე.
ბესელიამ 31 მაისს, მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, ნიკა გვარამიასა და მოქალაქე მთვარისა ნავერიანიანს შორის მომხდარ ინციდენტი იგულისხმა.
ბესელიამ საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი გამოთქვა.
“როცა ქალთა მიმართ ძალადობაზე ვისაუბრებთ, ეს ერთი ახალი სიახლე იქნება, რადგან ტელევიზიის დირექტორის მხრიდან ასე ღიად და საჯაროდ ძალადობის ფაქტი ქალის მიმართ არ მახსენდება. ალბათ, გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. იმედი მაქვს, რომ ობიექტურად მიეცემა სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.