ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუცნაშვილი: “ჭიჭინაძეს თავად სურდა, პარტიიდან გარიცხულიყო”

პარტია “ქართული ოცნებიდან” დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის კომენტირებისას უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, რომ ეს თავად ჭიჭინაძეს სურდა.

“დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე პარტიის სამდივნომ განცხადება გააკეთა. მე მგონი, ბატონ დავითს თავად სურდა, რომ პარტიიდან გარიცხულიყო. ბოლოდროინდელი მისი განცხადებები, სწორედ ამის დასტურია. ჭიჭინაძემ თვის ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ გულის სიღრმეში მინდოდა კიდეც, პარტიიდან გავირიცხოთო”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....