ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: “მაინცდამაინც მართებული არაა უმრავლესობიდან დეპუტატებმა ერთმანეთის გამონათქვამები აფასონ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მისი თანაგუნდელის დავით ჭიჭინაძის განცხადებას “მეტრონომთან” საუბრისას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადება გადაჩვეულია მოსახლეობისთვის საინტერესო თემებზე ღიად საუბარს.

“დავით ჭიჭინაძის განცხადებასთნ დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მაინცდამაინც მართებული არაა უმრავლესობიდან დეპუტატებმა ერთმანეთის გამონათქვამები აფასონ. მე ჩემს მოსაზრებას გეტყვით. ირაკლი კობახიძე არის კომპეტენტური ადამიანი, კომპეტენტური იურისტი, პარლამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც დღევანდელ საერთაშორისო ფორმატში საკმაოდ დიდი და პოზიტიური ავტორიტეტი გააჩნია. კობახიძე საქართველოს როგორც შიგნით, ასევე გარეთ წარმატებით წარმოადგენს. არსებობს რაღაც პრეტენზია, რომელიც რომელიმე დეპუტატს ქონდეს პირადად კობახიძის მიმართ.

იმაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რომ ეს პრეტენზია ღიად გამოთქვას. გადაჩვეულები ვართ ჩვენ ამას, მათ შორის “მეტრონომიც” გადაჩვეულია, რომ ვთქვათ, ღიად ლაპარაკი ან ტრანსფარენტულობა იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხებზე. ყველას თავის აზრი აქვს. მთავარია, ამ აზრთა სხვადასხაობამ ქვეყანა არ დააზიანოს. ამის წინაპირობას ვერ ვხედავ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ჭიჭინაძის განცხადებით,  დეპუტატებს თმენის ვალდებულება აქვთ და ამიტომ ითმენენ ასეთ პარლამენტის თავმჯდომარეს.

იტვირთბა....