ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

თაკო ჩარკვიანი: “მე ვიცავდი შვილმკვდარ დედას, ყოფილი ხელისუფლების დროს და ახლა ვიცავ შვილმკვდარ მამას”

ნუ გეშინიათ, ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს ერთი ინდივიდის , ერთი პერსონის- არჩევნებია. ოპოზიცია თუ არ არის ქვეყანაში, ე.ი. იმ ქვეყანაში ავტორიტარიზმია, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მის მიერ მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” მხარდაჭერას.

“დიახ, მე ვიცავდი შვილმკვდარ დედას, ყოფილი ხელისუფლების დროს და ახლა ვიცავ შვილმკვდარ მამას ამ ხელისუფლების დროს.  ქართულ ოცნებას უმრავლესობაში, ყოფილი ხელისუფლების ” ადეიშვილის” უშიშროების მოადგილე ჰყავს გადმოპორტირებული და “ტკბილად მართავენ” ქვეყანას. დიახ, ახლა ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომ ერთი ინსტიტუცია, ხელში აიღოს ოპოზიციონერმა, გაწონასწორებულმა დიპლომატმა, რომელმაც თაობების ფასი და მათთან ურთიერთობა იცის. ეს, არ არის პარტიული არჩევნები, ეს ერთი – ინდივიდის არჩევნებია, ერთი ადამიანის.

როდეცას ვამბობთ, რომ ძირგამომპალი “უსამართლო- სამართლის” სისტემა უნდა დაინგრეს, როგორ დავანგრიოთ ეს სისტემა საინტერესოა, თუ ერთი ინსტიტუცია ოპოზიციონერმა არ აიღო ხელში და ოპონირების და მუდმივი სიფხიზლის რეჟიმში არ მოიყვანა თავსგასული “ნაცებგადაპორტირებული ხელისუფლება”, რომელსაც, ერთი წულუკიანიც კი ვერ მოახსნევინა ხალხმა. ჰო, და ახლა ეს არის ერთადერთი, ერთადერთი სწორი გამოსავალი და ამას პრაგმატული, სწორი შეფასება სჭირდება და არა თანამდებობებზე და სამინისტროებში მოკალათებული” კეკლუცი ადამიანების ვიშვიში, რომლებიც, რომლებიც, სულ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის მოქმედი ” თანამშრომლები “იყვნენ და ახლა ოცნების მოქმედი თანამშრომლები არიან – სხვაგვარად, პოლიტიკური კონკურენციის გარეშე, ამ უძრაობას ვერ მოვხსნით ვერა. ნუ გეშინიათ, ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს ერთი ინდივიდის , ერთი პერსონის- არჩევნებია. ოპოზიცია თუ არ არის ქვეყანაში, ე.ი. იმ ქვეყანაში ავტორიტარიზმია”, – წერს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად მურმან დუმბაძე წარადგინა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა თაკო ჩარკვიანიც, რომელიც 2012 წელს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო და გრიგოლ ვაშაძის პარტიის წინააღმდეგ იბრძოდა.

იტვირთბა....