საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობა არ მცირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2017 წლეს საკეისრო კვეთების წილი 44,4 % შეადგენდა რის გამოც უწყებამ 17-მდე სამშობიარო დააჯარიმა, 5 კი სტატუსი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია “TV პირველ”-ის გადაცემა “ქალების ნარატივში” გავრცელდა.
დაჯარიმებულ კლინიკათა სია ასე გამოიყურება:
“ჰერა” , “ჩაჩავა” , “იმედი” , “ბრაზერსი” , “ბაიები”, “დავით დავარაშვილის კლინიკა” , “უმინედი”, “იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი”, “ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი”, “ახალი სამშობიარო ცენტრი”, “ხონელიძის კლინიკა”, “მედკაპიტალის გლდანის ფილიალი”, “ქუთაისის მესამე და ახალი მეორე სამშობიარო”.
სტატუსშეჩერებულთა სია კი ასე გამოიყურება:
“ნათელა პატარკაციშვილი სახელობის მრავალპროფილური კლინიკა დედა-შვილობა”, “ოქროს საწმისი21”, “პირველი საავადმყოფო” , “საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრი”, “ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი”