ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვტოვებ პარტიას სულ კარგად ბრძანდებოდეთ”- ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამის შესახებ იგი ოფიციალური განცხადებას დღეს  გააკეთებს.

„ ვტოვებ თანამდებობას, მანდატს და პარტიას, სულ კარგად ბრძანდებოდეთ“, – წერს ინა ასანიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ როგორც  ცნობილია, გუშინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში, რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რომელშიც ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე ფიგურირებენ.

იტვირთბა....