კეთილმოწყობის სააგენტოში პროკურატურის თანამშრომლები დოკუმენტაციას ეცნობიან”, – ეს ინფორმაცია რადიო ,,მეტრონომს” გორის მერმა დაუდასტურა.
კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სააგენტოთი დაინტერესების შესახებ თავად აღნიშნული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა მიაწოდა ინფორმაცია.
“ვადასტურებ, რომ ადმინისტრაციულ შენობაში სხედან პროკურატურის თანამშრომლები და კეთილმოწყობის სააგენტოს საბუთებს ნახულობენ. ჩემთვის გაუგებარია ამის მიზეზი. არც პროკურატურას და არც საფინანსო განყოფილებას არ უცნობებია, თუ რას უკავშირდება ამ შემთხვევაში პროკურატურის გამოჩენა”,-აცხადებს გორის მერი.
მიმდინარე წელს, ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 386 500 ლარით ფინანსდება.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე