როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ეს განცხადება მან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ დიდი სამუსაო გასწია იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყო. სტოლტენბერგმა საქართველოს სანდო მეგობარი უწოდა და თქვა, რომ მიზანი, რომ ეს ქვეყანა გახდეს უფრო დაცული და უსაფრთხო სულ მალე განხორციელდება.
“დიდი მადლობა იმისთვის, რა წვლილიც შეგაქვთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში, სადაც ნატო იმყოფება. ის რაც ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციას ეხება, ეს მიმართულება ძალიან კარგად სრულდება. დიდი მადლობა, რომ აქ ხართ ყველა იმ ლიდერთან ერთად , რომლებიც დღეს ნატო-ს სამიტზე იმყოფებიან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.