aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბახტაძე: სოზარ სუბარი ჩვენს გუნდში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მის გუნდში.

მისი თქმით, სუბარმა ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, იმ დავალებებისთვის თავის გასართმევად, რომელიც მის უწყებას ჰქონდა ჩაბარებული.

„სოზარი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი. მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, იმ დავალებებისთვის თავის გასართმევად, რომელიც მის უწყებას ჰქონდა ჩაბარებული და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე აუცილებლად იქნება სოზარი ჩვენს გუნდში წარმოდგენილი იმ როლით, სადაც ის შეძლებს მაქსიმალურად თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....