ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრალდებული მწყემსის დედა: “ჩემი შვილი შანტაჟის ქვეშ არის”

ხადას ხეობაში სმიტების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მალხაზ კობაურის დედის განცხადებით, მისი შვილი შანტაჟის ქვეშაა და შესაბამისად, სასამართლოს პატიმრობა არ უნდა შეეფარდებნა.

“აჭიკჭიკეს, როგორც უნდოდათ ისე და მერე აუყვანეს ადვოკატი. ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ. ვიღაც უდგას უკან, არ ვიცი სხვა არაფერი. თქვა, მაშანტაჟებდნენ და ოჯახის ამოხოცვით მემუქრებოდნენო”, – განაცხადა მარტიაშვილმა.

ბრალდებული მწყემსის  დედისთვის ასევე უცნობია, ვინ არიან ის უცხოელები, ვისზეც მისმა შვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მის გარდა ორი უცხოელი კაცი იმყოფებოდა, რომლებმაც აღნიშნული მკივლელობა ჩაიდინეს და მას სიმართლის თქმის შემთხვევაში ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

 

 

იტვირთბა....