ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაკავებული მწყემსის დედა: “სიმართლე თქვი შვილო, გემუდარები… მხოლოდ ამას გთხოვ”

ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დედამ, მარიამ მარტიაშვილმა სასამართლო დარბაზში შვილს მიმართა და უთხრა, რომ სიმართლე ეთქვა.

“სიმართლე თქვი შვილო, გემუდარები. მხოლოდ ამას გთხოვ” – მიმიართ ბრადებული მწყემსის დედამ შვილს.

ბრალდებული მწყემსი მცხეთის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

 

იტვირთბა....