ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შესაძლოა საქმეში სხვა პირების ინტერესები იკვეთებოდეს”: 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მწყემსი, მალხაზ კობაურის დედა, მარიამ მარტიაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, საქმეში სხვა პირების ინტერესები იკვეთებოდეს. ის ვერსიებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

“არ ჰქონდა სანადირო თოფი და არ ვიცი, ეს თოფი ვის ეკუთვნის. იმ დღეს მწყემსებთან ერთად იყო, მაგრამ ვინ არიან ეს მწყემსები, არ ვიცი. როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს. ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან ვიღაც დგას. ეჭვი რომელიმე მწყემსზე არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა, სხვა პირი იყოს. ჯერ გამოძიებას და ექსპერტიზის პასუხს ველოდები,” – განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.

შეგახსენებთ, ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე, რომლის დროსაც დედა, მამა და შვილი დაიღუპნენ, 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....