ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-ში ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე განცხადება გაკეთდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის შესახებ განცხადება გაკეთდება. ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილები ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელიც მწყემსია, უკვე დააკავეს. 4 წლის ბავშვი დამარხული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული.

იტვირთბა....