თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ნდობის მისაღებად, სავარაუდოდ, 11 ივლისს წარედგინება.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მანამდე გაიმართება კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან.
ჩუგოშვილი მინისტრთა კაბინეტის პერსონალურ შემადგენლობაზე ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს.
ამასთან, უკვე გადაწყვეტილია, რომ 14 ივლისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.