“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, “მეტრონომთან” საუბრისას მარგველაშვილისა და უსუფაშვილის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა.
“ის რომ პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში არის კითხვის ნიშნის ქვეშ. მარგველაშვილი რახან ყოყმანობს, უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ მისი მიმართვა პრეზიდენტისთვის იქნებოდა გამამხნევებელი სტიმული. უსუფაშვილმა უბიძგა მარგველაშვილს – შენ გაბედე და აგერ არ გყავარ გვერდითო? პრეზიდენტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს თუ არა უსუფაშვილის მხარდაჭერას, ამას დრო გვიჩვენებს.
არამგონია უსუფაშვილის ბიძგება მარგველაშვილისთვის ყოფილიყო ის ბოლო წვეთი რომელიც მიაღებინებდა მას ამ გადაწყვეტილებას – ეყარა კენჭი პრეზიდენტათ. მარგველაშვილს რომ ნდომებოდა საპრაზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მას ამის შანსი ქონდა. მაგალითად მისი ბოლო წლიური ანგარიშის წარდგენის დროს პარლამენტში. არამგონია უსუფაშვილის შეძახილმა მასზე ზეგავნლენა მოახდინოს” – განაცხადა რომან გოცირიძემ “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენთ გიორგი მარგველაშვილს, ღია წერილით მიმართა და გაერთიანებისკენ მოუწდა.