ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოზარდი გოგონა ოპერაციის დროს დაიღუპა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში (ლამისყანის თემი) მცხოვრები გოგონა ოპერაციის დროს დაიღუპა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. ინფორმაციას “qartli.ge” ავრცელებს.

16-წლის მოზარდ გოგონას, სავარაუდოდ, ყელში ჯირკვლების ანთება ჰქონდა. მას ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა.

კასპის მერის წარმომადგენელი ლამისყანის თემში, გიორგი ჭიხინაშვილი აცხადებს, რომ გოგონა სოფელში მუდმივი მცხოვრები არ იყო:  ,,სოფელში მუდმივად მხოლოდ ბიძები ცხოვრობენ. არ იციან, კონკრეტულად, რომელ საავადმყოფოში ჰყავდათ,” – ამბობს მერის წარმომადგენელი.

იტვირთბა....